აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8,6 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 445,9 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1,906 მლნ ბარელით და შეადგინა 254,941 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 304 ათასი ბარელით და შეადგინა 138,379 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 1,312 ათასი ბარელით დღე-ღამეში და შეადგინა დაახლოებით 7,5 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში შეადგინა 12 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 100 ათასი ბარელით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,8 მლნ ბარელით და შეადგენს 649,1 მლნ ბარელს.