ხვალ, 11 ნოემბერს, თბილისში დასრულდება სემინარი თემაზე "საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში". ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და სიგმა (www.sigmaweb.org).
ღონისძიების მიზანია მთავარი ელემენტებისა და გამოწვევების განხილვა პროფესიონალური საჯარო სამსახურის დანერგვისათვის ევროკავშირისა და OECDD-ის ქვეყნებში და ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმისთვის.
პირველ სასემინარო დღეს მოხდა ფოკუსირება ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას. მეორე სასემინარო დღე მოიცავს მრგვალ მაგიდას არსებული საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტზე.
მთავარი თემები: პროფესიული საჯარო სამსახურის მთავარი პრინციპები, ადამიანური რესურსების მართვის საშუალებები საჯარო სამსახურში, საჯარო სამსახურის სისტემის მართვა, საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტის ანალიზი.
სემინარის პირველ დღეს მოწვეული სტუმრები პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები იყვნენ, მეორე დღისათვის კი _ უფროსი მენეჯერები და ადამიანური რესურსების მმართველები სამინისტროებსა და სახელმწიფო ორგანოებში.