"საქართველოს ბანკმა" EBRD-სგან 50 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომელსაც ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაასესხებს.
50 მლნ. დოლარიანი დაფინანსების ფარგლებში 20 მლნ დოლარის სესხი საშუალო და მსხვილი ზომის ქართული კომპანიების ინვესტირებისა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისათვის დაიხარჯება. ხსენებული ფიანანსური რესურსი EBRD-ს "საშუალო მოცულობის თანადაფინანსების სესხის" ფარგლებში გამოიყო, რაც კიდევ უფრო გაზრდის "საქართველოს ბანკის" შესაძლებლობას უპასუხოს ქართული კომპანიების მზარდ მოთხოვნას გრძელვადიან რესურსებზე.
50 მლნ. დოლარიანი დაფინანსებიდან 10 მლნ. დოლარის მოცულობის სესხი ენერგო ეფეტურობის დაფინანსებას მოხმარდება. EBRD-სგან ენერგო ეფექტურობის სესხის გაცემის მესამე შემთხვევაა. სესხი "კავკასიის ენერგო ეფექტურობის პროგრამის" ფარგლებში გაიცა, რომელიც წარმოებებისა და ბინათმფლობელების მიერ შემუშავდა ქვეყნის ენერგო რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენების მიზნით.
EBRD-სგან "საქართველოს ბანკისათვის" გამოყოფილი 50 მლნ. დოლარიდან 20 მლნ. დოლარის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინასებსა მოხმარდება, რაც გულისხმობს 1 მლნ. დოლარამდე მოცულობის, საშუალო ვადიანი სესხის გაცემას ადგილობრივ ბიზნესმენებზე, მათი საქმიანობის განსავითარებლად.
მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც შემოსავალს ადგილობრივ ვალუტაში იღებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სესხით ლარში, რაც დაეხმარება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეული რისკების შემცირებაში.
"მოხარული ვარ, რომ EBRD "საქართველოს ბანკთან" აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს EBRD-ის მტკიცე განწყობას, გრძელვადიანი დაფინანსების გამოყოფის გზით განაგრძოს კერძო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში და ხელი შეუწყოს ენერგო ეფექტურ ინვესტიცხიებს"- განაცხადა EBRD-ის დირექტორმა მაიკ ტეილომა.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჭილაძის განმარტებით. "საქართველოს ბანკი" სესხს საკმაოდ კონკურენტული პირობებით გასცემს, რაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერირებას გაუადვილებს. ჭილაძის განმარტებით, აღნიშნული სესხი 5 წლის ვადით გაიცემა, რომლის საპრიცენტო განაკვეთიც 13-14 %-დან იწყება.
EBRD-მ და "საქართველოს ბანკმა" თანამშრომლობა 1995 წლიდან დაიწყეს და დღემდე ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან 160 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.
დღეისათვის "საქართველოს ბანკს" ადგილბრივ ბაზარზე მთლიანი აქტივების მიხედვით 35,1 %-ი უკავია. ბანკს აქვს 137 სერვის-ცენტრი და 1 მილიონამდე ფიზიკურ და 157 ათასზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება.
2006 წლიდან "საქართველოს ბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.