ლესია უკრაინკას შესახებ ფილმის გადამღებმა გუნდმა მომავალი ბიოგრაფიული ფილმის პირველი თიზერი სამუშაო სათაურით «Леся Українка» (ლესია უკრაინკა) წარმოადგინა.
თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში - ეს არის დრო, რომელიც მან გაატარა სერგეი მეჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს. ლესია უკრაინკა თავდაუზოგავად ზრუნავდა საყვარელ ადამიანზე, ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ცხოვრების ბოლო დღეები. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, მან დაწერა ერთერთი თავისი ყველაზე ცნობილი პოემა - „შეპყრობილი“. თიზერში ლესია აღმოჩნდება მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტში, მაგრამ ის საკუთარ თავში ჰპოულობს ძალას იმისათვის, რომ უბედურება და დანაკარგით გამოწვეული ტკივილი ღრმა და ძალზე გულისამაჩუყებელ შემოქმედებად აქციოს. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სწორედ ეს მოვლენები იქცა გარდამტეხ მომენტად მის ცხოვრებაში, რომელმაც მას, როგორც შემოქმედს, ახალი ბიძგი მისცა, რის შემდეგაც მისი პოეზია უფრო მომწიფებული, ღრმა და დრამატული გახდა და მსოფლიო აღიარება მოუტანა მას.
„ფილმში, ისევე როგორც თიზერში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ლესია უკრაინკას არაკლასიკური და უჩვეულო სახე“ - ამბობენ ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო. – „ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალი ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით. ჩვენ აღვადგენთ ნამდვილი ქალი-ენიგმას სახებას, მოვყვებით მისი ბედისწერის ყოველი მისტიური და წინააღმდეგობრივი შემობრუნებების შესახებ“. ფილმის გადაღება იწარმოებს უკრაინასა და საქართველოში.
ლესია უკრაინკას როლი ტიზერში შეასრულა ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ. ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორმა, ნანა ჯანელიძემ მოგვითხრო, რომ მას ძალიან უადვილდება დაშასთან მუშაობა:
„დაშა ძალიან არაორდინარული მსახიობია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ის შესანიშნავად გაართმევდა თავს ლესია უკრაინკას როლს“, - აღნიშნა ნანამ. – „სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“
თიზერის გადაღება კიევში მიმდინარეობდა - გოლოსეევსკის პარკში და ერთერთი სცენა სტუდიის დეკორაციებში. თიზერის სცენარი და კონცეფცია შეიმუშავა ნანა ჯანელიძემ. იდეა განხორციელეს პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FXFILM Georgia-მ.