ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრას ეხმაურებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები. „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის განცხადებით პრეზენტაციაზე კერძო სექტორისთვის საინტერესო საკითხები გაჟღერდა.
"დღევანდელი პრეზენტაცია ძალია საინტერესო იყო, იმედი გვაქვს, რომ აქ ნახსენები სტრატგიის მიხედვით მოხდება ტურიზმის განვითარება. სტატეგიის ნაწილში სწორი პოზიცია გამოიკვეთა. ვიმედოვნებ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას შეძლებს და ტურიზმის სექტორის თხოვნებს გაითვალისწინებს. "
მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრას აფასებს ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.
"ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციასთან კერძო სექტორის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. ტურიზმის სფეროში როგორც იცით პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ჩვენ უნდა მოვიტანოთ ტურიზმის ადმინისტრაციამდე ყველა ის აქტუალური თემა, რაც მოსაგვარებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდება B2B პლათფორმა და მჭიდრო კავშირი გვექნება ტურიზმის ადმინისტრაციასთან.“
მომსახურების სფეროში დაგეგმილი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს გიდი ქეთევან ახობაძე:
"სერვისითვის აუცილებელია პროფესიული განათლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიდების სფეროში. შეხვედრაზე ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი გაჟღერდა. გამოვყოფდი ტურიზმის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულ მუშობას, რომელიც მოიცავს გიდებისთვის მოკლევადიანი ტრენინტების ჩატარებას, რომ ნებისმიერი ტურისტისთვის სწორად იქნას მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, ოკუპაციის და რუკების შესახებ. ჩვენ ერთნარად უნდა მივიტანოთ ტურისტებამდე ყველა ეს შეტყობინება, როგორც იცით გიდი არის არაფორმალური ელჩი მან უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ყველა იმ ტურისტს, რომელიც საქართველოში ჩამოდის.“
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას 350-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.