აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (EBRD) მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ახორციელებს. მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი პროექტს 3 მილიონი ევროთი აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში ჯაბა ფუტკარაძემ EBRD-ის ბანკირებთან სოფიკო ჩიხრაძესთან და თეა მელიქაძესთან შეხვედრა გამართა. მინისტრი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა ესწრებოდა.
პროექტი ქალაქში არსებული თვითნებური ნაგავსაყრელის კონსერვაციას და სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის პოლიგონის მშენებლობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ახალი მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.