"ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს,“ - ეს განცხადება კურიერთან ინტერვიუში დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.
ზარდიაშვილის თქმით, გუნდურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს ნებისმიერ ადამიანთან. მან განმარტა, რომ გუნდში ყოფნა ერთმანეთის მოფრთხილებას, პატივისცემას და გატანას ნიშნავს.
„მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეების თემამ გამოიწვია რაიმე კრიზისი ან საერთოდ რაიმე კრიზისზე საუბარი მე აბსურდულად მიმაჩნია. ეს მოყვებოდა მოსამართლეების საკითხს თუ ექიმების საკითხს, საკითხი უკვე მომწიფებული იყო, ჩემი აზრით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს ტრადიცია და შეხედულება, რომ 8 წლის თავზე ხელისუფლებები იცვლებიან. არსებობენ ხალხი, რომლებიც მზად არიან პორტირება განახორციელონ სხვადასხვა პარტიაში.
ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი. ყველა თანაგუნდელი უნდა გიყვარდეს? გუნდური დამოკიდებულება მაქვს და ვინარჩუნებ გუნდურ დამოკიდებულებას, რომელიც ნიშნავს ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის გატანას, ერთმანეთის მოფრთხილებას", - ამბობს ზარდიაშვილი.