26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0427 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0405 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5053 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5387 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 თებერვლიდან შევა ძალაში.