26 თებერვალს, 09:30 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.
პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძე სტუმრებს ბიზნესომბუდსმენის აპრატის მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.