გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირ "იას" ეწვია.
ხაძიძე "იაში" გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ასანიძესთან ერთად იმყოფებოდა.
მინისტრმა ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში "დარგე ხე და გაამწვანე შენი გარემო" მიიღო მონაწილეობა.
მომავლისთვის ამ ტერიტორიაზე 70-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგების დარგვა იგეგმება. მინისტრის განცხადებით, აქცია ტირძნისიდან გატაცებულ 4 არასრულწლოვან მოსწავლეს ეძღვნება.