“ჩემთვის ძალიან დასანანია, მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაუმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილის და ბექა ნაცვლიშვილის გასვლაზე.
“ჩემთვის ძალიან დასანანია, მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო, ძალიან დიდი, მაგრამ ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის. ერთობა ძნელად საშენებელია და ამიტომ, ყველანი ჩვენ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.