26 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში “SHERATON BATUMI” (მის.: ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #28 ) ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მთავრობის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმს გახნიან.
,,დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი“ არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უწევს ორგანიზებას.
ფორუმის ძირითადი მიზანია: კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება, ასევე მნიშვნელოვანია რომ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი შეხვდნენ უშუალოდ დამსაქმებელს და მათთვის სასურველ პოზიციაზე გააკეთონ განაცხადი.