„თიბისი ბანკის გარშემო პროცესი დაიწყო ბუნდოვნად, ინფორმციული ნაკადები იყო ქაოტური და არასაკმარისი, ამას მოყვა პოლიტიკური განცხადებები, რამაც შექმნა თიბისი ბანკის გარშემო არაჯანსაღი გარემო”- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა გადაცემა "იმედი LIVE"-ში თიბისის ბანკის გარშემო შექმნილი ვითარების შეფასებისას.
ირაკლი ლექვინაძე თიბისის ბანკის საქმეზე სწორი კომუნიკაციის და სანდო ინფორმაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განმარტებები ბიზნეს ასოციაციებისა და დიპლომატიურ კორპუსისთვის დაგვიანდა.
“ეროვნული ბანკის ვრცელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა იყო ინფორმატიული და შედარებით ცხადი გახადა ეროვნული ბანკის მოქმედებები და ამ მოქმედების მიზეზები. თუმცა, დღესაც მგონია, რომ დაგვიანდა განმარტებები და ბიზნეს ასოციაციებს და დიპლომატიურ კორპუსს სჭირდებათ უფრო მეტი კომუნიკაცია, რადგან ისინი საქმის გარშემო ინფორმაციის დეფიციტზე საუბრობენ” ამბობს ლექვინაძე.