„ცხადია ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნეს გარემოზე აისახება, ესეც და ყველა საქმე რომელიც ბიზნესმენის მიმართ იწყება და მოყვება აჟიოტაჟი, სპეკულაციები, აზიანებს ბიზნეს გარემოს,“-ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი თიბისი ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებას.
ირაკლის ლექვინაძის განცხადებით, თიბისი ბანკი არის სისტემური ბანკი, ქვეყნის ეკონომიკაში ის დიდ როლს ასრულებს.
„ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც. გამოძიების დროში გაჭიანურება უფრო მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის და დააზიანებს ბიზნეს გარემოს,”-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კითხვაზე უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება 10 წლის წინანდელ საკითხზე და შეიცავს თუ არა ეს ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს, ბიზნესომბუდსმენი ამბობს -“ჩემთვის როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის რომლის მთავარი მოვალეობაც ბიზნესის ინტერესების დაცვა მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საერთოდ ვიქნები ბედნიერი თუ ასეთი საქმეები არ იქნება, ეს არის საკითხის ჩემი პოზიციიდან ხედვა. თუმცა თუ კითხვები არსებობს, არის დანაშაულის ნიშნები - ასეთ დროს მარეგულირებელი მოქმედებს, ბუნებრივია ეს მისი მთავარი ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ზედამხედვბელი ინსტიტუტი და მას აქვს ვალდებულება თავის ზედამხვედლობის არეალში მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება.”