მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვება ოლივია კოლმანმა მოიპოვა. მსახიობმა „ოსკარი“ იორგოს ლანთიმოსის ფილმ „ფავორიტში“ შესრულებული როლისთვის დაიმსახურა.
„ოსკარი“ კოლმანს სემ როკველმა და ფრენსის მაკდორმანდმა გადასცეს.
ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარების" გადაცემის 91-ე ცერემონიალი გაიმართა.