ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი ინიშნება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, თუმცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ამ დროისათვის, დავითაშვილის დანიშვნის ფაქტს არ ადასტურებენ. სააგენტოში "ჯი-ეიჩ-ენს" უთხრეს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული იყო კონკურსი. შერჩევის პროცესი უკვე დასრულებულია და კანდიდატის ვინაობა და დანიშვნის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ Georgian Airways-ი სამოქალაქო ავიაციის მაშინდელი ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვდა. ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებაში ქართული ავიაგადამიზდავისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითხოვდა. ავიაკომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტი ქართულ ავიაკომპანიებს უნდა მიანიჭოს.
მას შემდეგ, რაც გივი დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მენეჯმენტში დაიწყებს მუშაობას, მოახდენს თუ არა Georgian Airways-ის “სურვილების” ლობირებას ჯერჯერობით უცნობია.