ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ტურიზმის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას, სერვისის ამაღლებას და კერძო სექტროთან მჭიდრო თანამშრომლობას.
სამუშაო ჯგუფის წევრებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააცნო 2025 წლის ტურისტული სტრატეგია, თუ სად უნდა იყოს ქვეყანა ტურიზმის კუთხით, ასევე რა კვლევებსა და მარკეტინგულ კამპანიებზე დაყრდნობით მოხდება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება.
მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან მჭიდრო და რეგულარული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარის მარიამ მეღვინეთუხუცესის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მხარები მჭიდრო თანამშობლობაზე შეთანხმდნენ.