"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი~ აცხადებს კონკურსს საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის თემაზე "ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს. კონკურსზე წარმოდგენილი მასალა უნდა ასახავდეს საქართველოში იმ უფლებათა მდგომარეობას, რომლებიც არსებითია ნებისმიერი სხვა უფლების რეალიზაციისთვის და რომლებსაც უფლებადამცველები მიმართავენ ყოველდღიურ საქმიანობაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საკონკურსო ჟურნალისტური მასალა 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე ქართულ ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში. საკონკურსო ფოტომასალა 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გადაღებული.
"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს~ და "ადამიანის უფლებათა ცენტრს~ ეძლევა უფლება, შეუზღუდავად გამოიყენოს კონკურსის მონაწილე ფოტომასალა ადამიანის უფლებების მიზნებისთვის, საავტორო უფლებების დაცვით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
საკონკურსო მასალების შეტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი.
გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სტატია (ჯილდო: 300 ევრო); საუკეთესო საგამოძიებო სტატია (ჯილდო: 300 ევრო); საუკეთესო ფოტო კადრი (ჯილდო: 150 ევრო); საუკეთესო ფოტო რეპორტაჟი (ჯილდო: 300 ევრო).
გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2009 წლის 18 დეკემბერს.
"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი~ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში.
"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელს~ საქართველოში კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი~. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.