ანტალიაში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც Milliyet წერს, ინციდენტი 21 თებერვალს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი სპორტული ტანსაცმლის მაღაზიაში ტანსაცმელი დაიკარგა, რაზეც მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციაში განაცხადეს. ვიდეოჩანაწერების გაშიფვრის შედეგად პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი გამოავლინა. კამერებმა დააფიქსირეს, ასევე ავტომობილი და მისი სანომრე ნიშანი, რომლითაც ეჭვმიტანილებმა ტერიტორია დატოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილებს ავტომობილი დაქირავებული ჰქონდათ საკურორტო ზონა ბელეკიდან. დადგინდა, რომ ავტომობილი ბელეკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრებმა, ქართული საფეხბურთო კლუბის "სპარტაკ ცხინვალის" ფეხბურთელებმა დაიქირავეს. ფეხბურთელები: გიორგი ბ. კახა კ. პაპუნა მ. დათა ს. და გურამ მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელები ანტალიაში ზამთრის შეკრებისთვის იმყოფებოდნენ.