21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში მოქმედ ყველა გიდს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
„თქვენ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გაკისრიათ, რომ ჩამოსულ უამრავ სტუმარს გააცნოთ ქვეყნის ულამაზესი კუთხეები, კულტურა, სამზარეულო, ღვინო და ქართული სტუმართმოყვარეობა. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული თუ რა შთაბეჭდილებით დატოვებენ ტურისტები საქართველოს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მუდამ მზად ვართ მოვისმინოთ საჭიროებები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში- თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შემოთავაზებითა თუ სხვა აქტივობების განხორციელებით.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მთავარი მასპინძლები, ვიმედოვნებ ერთად ბევრს მივაღწევთ, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ სტუმრებს და საქართველოში მრავალჯერ დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ“ განმარტავს ქვრივიშვილი.