აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო KFW-თან ერთად აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტს ახორციელებს.
პროექტის ახალ ეტაპთან დაკავშირებით, ჯაბა ფუტკარაძემ kfw-ს პროექტის მენეჯერთან ბერნარ ჰასელთან შეხვედრა გამართა. მინისტრი პროექტის მიმდინარეობას სამუშაო ჯგუფთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად გაეცნო. ჯაბა ფუტკარაძემ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი, აჭარის ყველა დაბასა და სოფელში ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, წყლის თანამედროვე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.
წყლის ახალი სისტემით აჭარის დაბებსა და სოფლებში ჯამში 215 000 მცხოვრები ისარგებლებს.
აჭარაში 170 კილომეტრზე წყლისა და წყალარინების ახალი მაგისტრალური მილები დამონტაჟდება.
ყველა დაბაში სათავე და გამწმედნი ნაგებობი და წყლის რეზერვუარები განთავსდება.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციისა საკრედიტო ბანკისა (KFW) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საინვესტიციო ბიუჯეტი 50 მლნ ევრო.