ყველა სასამართლოსთან მივალთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, ვაიძულებთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, დატოვონ სისტემა, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა იმნაშილმა პლენარულ სხდომაზე.
„ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეების და დანარჩენებისგან, ეს ხალხი ამ სისტემიდან უნდა გავიდეს, ამიტომ ცვლილება, რომელსაც ახლა წარმოადგენს ქალბატობი ეკა ბესელია, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია გაცილებით მეტს ითხოვს, ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და უვადო დანიშვნები საერთოდ გაუქმდეს, იმიტომ, რომ არ ვართ ამისთვის მზად, როგორც გვაჩვენა გამოცდილებამ და არც ჩვენი სახელმწიფო და მოსამართლეთა კორპუსია მზად.
ამ ეტაპზე, აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი და მხარს გიჭერთ ქალბატონო ეკა ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში და კენჭისყრაშიც, ცხადია, მაგრამ ხომ ვიცით, რაც მოხდება ამ დარბაზში, არა? ამიტომ, ჩვენ სხვა გეზი გვაქვს კიდევ, სხვა მიმართულება, სამოქალაქო აქტივობის კუთხეს ვგულისხმობ, ამ დემოკრატიულ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებთ, ყველა სასამართლოსთან მივალთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, ვაიძულებთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, დატოვონ სისტემა“, - განაცხადა ინაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ეხება.