ქუთაისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების განმარტებით, იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, დატვირთულობის მიხედვით, ვენა იყო, შემდეგ კი პრაღა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, ქუთაისიდან დატვირთულობის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5-ს აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება:
1. ვენა
2. პრაღა
3. ათენი
4. მემინგენი/მილანი
5. რომი
აღსანიშნავია, რომ TOP-5-ში მოხვედრილ მიმართულებებს ავიაკომპანია Wizz Air ემსახურება.