მთავრობამ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება დაამტკიცა. ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი ახლო მომავალში დაიწყება, თანმიმდევრულად გაგრძელდება და 2011 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, არსებული ნუმერაციის დეფიციტის აღმოფხვრას, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ახალი სისტემა უზრუნველყოფს სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭირვალე არადისკრიმინაციული პირობების, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მომსახურების მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას, სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას