აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის პროექტს ახორციელებს. ჯაბა ფუტკარაძემ პროექტის განმახორციელებელ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.
მინისტრს კომპანია "არტ სტუდიო პროექტის" წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
მაჭახელას ხეობის განვითარების კონცეფციის ფარგლებში ეთნოსოფლის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც ხეობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
ეთნოსოფლის პროექტი ითვალისწინებს:
ხეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა
მაჭახელას კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების დაცვა და პოპულარიზაცია
ხეობაში ჰარმონიული ეკონომიკური აქტივობების გაზრდის ხელშეწყობა
საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა, ტურიზმის განვითარება
პროექტირების დასრულების შემდეგ,
ხეობის განვითარების მეორე ეტაპი დაიწყება.