18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9908 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9791 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4984 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4130 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 თებერვლიდან შევა ძალაში.