საქართველოს მთავრობა იწყებს აქტიურ თანამშრომლობას კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF), შვეიცარიის მთავრობასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გასატარებლად. 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის საჯარო წარდგენა 19 თებერვალს, 09:30 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლუიზა ვინტონი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, და პატრიკ ფრანცენი - შვეიცარიის ელჩი საქართველოში.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და კერძო სექტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ასზე მეტი წარმომადგენელი დასწრება.