ბაზისბანკში სერვისცენტრების განახლება გრძელდება. ამჯერად სარემონტო სამუშაოები დასრულდა თბილისში, კოსტავას ქ. 22– ში. უახლესი აპარატურით აღჭურვილ სერვისცენტრში მომხმარებელს ტრადიციულად სრული საბანკო მომსახურების მიღების საშუალება აქვს.
სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–14:30.