2019 წელს უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp Airlines-ი ბორტების რაოდენობას 100%-ით გაზრდის. უკრაინის ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრის ვოლოდიმირ ომელიანის განმარტებით, 2019 წლისთვის SkyUp Airlines-ის ავიაფლოტში თვითმფრინავების რაოდენობა 10 ერთეულს მიაღწევს.
მინისტრის თქმით, 2018 წლის ბოლოს ავიაკომპანიის ფლოტი 5 ერთეულ Boeing-ს აერთიანებდა, რომელთა ასაკიც არანაკლებ 8 წელია.
„2019 წლის პირველი ნახევრის გეგმებშია, რომ პარკში თვითმფრინავების რაოდენობა 10-მდე გაიზარდოს. ყველა თვითმფრინავს ახალი და მოსახერხებელი სალონი ექნება, საერთო კორპორატიულ სტილში“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა მის ავიაპარკში არსებულ თვითმფრინავებში სალონის მოდერნიზაცია და არსებული სავარძლების, ახალი, უფრო მსუბუქით სავარძლებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. SkyUp-ის ბორტებში სავარძლების განახლების პროცესს კომპანია Acro აწარმოებს. ავიაკომპანიამ ასევე დაიწყო ბორტების კორპორატიულ ფერებში გადაღებვა, რადგანაც ამ დროისათვის თვითმფრინავების ნაწილი კორპორატიული შეფერილობის არ იყო.
დღეისათვის SkyUp-ის ავიაპარკი ოთხ Boeing 737-800-სა და ერთ Boeing 737-700-ს აერთიანებს.