iPhone-ს წილი ბაზარზე მცირდება, რაც ჩინეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლებითაც დასტურდება.
კომპანია Canalys-მა, რომელიც ევროპასა და ტაილანდში სატელეფონო ბაზარს იკვლევდა დაადგინა, რომ ევროპულ ბაზარზე Samsung-ი ლიდერობას ინარჩუნებს და დღეისათვის მისი წილი 28,7%-ია. რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Apple, რომლის ბაზრის წილიც 26%-ია. რაც ცუდი მაჩვენებელი არაა, თუმცა დინამიკა არაპოზიტიურია.
გასული წლის ბოლო კვარტალში Samsung-ის წილი 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო Apple-მა 0,8%-ი დაკარგა. სანაცვლოდ ევროპულ ბაზარზე წინსვლა აქვთ ჩინურ მწარმოებლებს.
ბაზარზე Huawei-ს მოწოდება 55,7%-ითაა გაზრდილი და 13,3 მლნ ტელეფონს შეადგენს. კომპანია ევროპული ბაზრის 13,3%-ს იკავებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული ზრდის ტემპის შენარჩუნების ფონზე მალე Huawei Apple-ს გადაუსწრებს და მეორე ადგილზე აღმოჩნდება.
ევროპულ ბაზარზე გააქტიურებულია ასევე, რომელმა გასული წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე ტელეფონების მიწოდება 62%-ით გაზარდა. ის ბაზრის 6%-ის მფლობელია.