"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის"განცხადებით, დღეისათვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენით კასპიის ზღვის აუზიდან საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით უსაფრთხოდ ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ უკვე ერთ მილიარდ ბარელს მიაღწია.
კომპანია BP-ის მართვაში არსებული `ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის~ განცხადებით, დღეისათვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენით კასპიის ზღვის აუზიდან საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით უსაფრთხოდ ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ უკვე ერთ მილიარდ ბარელს მიაღწია.
მემილიარდე ბარელი ნავთობსადენში ბაქოსთან მდებარე სანგაჩალის ტერმინალზე სექტემბრის დასაწყისში ჩაიტვირთა, გადაკვეთა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიები და რამდენიმე დღის წინ მიაღწია თურქეთის საზღვაო პორტ ჯეიჰანამდე, სადაც ის 1275-ე ტანკერში ჩაიტვირთა. 13 სექტემბერს მემილიარდე ბარელი ნავთობით დატვირთული ტანკერი სახელად Nიპპონ Pრინცესს ჯეიჰანის პორტიდან როტერდამის მიმართულებით გავიდა.
"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის მემილიარდე ბარელის ტრანსპორტირება მნიშვნელოვანი ეტაპის აღმნიშვნელი მოვლენაა, რომელიც ცხადყოფს, რომ დაწყებული 2005 წლიდან, როცა ნავთობსადენში ნავთობის პირველი პარტია გაეშვა, დღემდე ნავთობსადენი თავის ფუნქციას წარმატებით ასრულებს და ამ ხნის განმავლობაში იგი უსაფრთხოდ, ეფექტურად და საიმედოდ ფუნქციონირებს. გარდა იმისა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება შთამბეჭდავი ტექნიკური მიღწევაა, ეს არის პროექტი, რომელმაც ნავთობმრეწველობის დარგში ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტი შექმნა.~- განაცხადა BP აზერბაიჯანის პრეზიდენტის, რაშიდ ჯავანშირიმ.
"მოხარული ვართ, რომ ნავთობსადენის პროექტმა მრავალმხრივი სარგებელი მოიტანა. საქართველოში ნავთობსადენის მიმდებარე 77 დასახლების მოსახლეობისათვის ეს მრავალრიცხოვანი სამუშაო ადგილების შექმნით, მდგრადი განვითარების პროექტების დაფინანსებით და ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობით გამოიხატა", განაცხადა ნილ დანმა, BP საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის წარმადობა ამჟამად დღეში 1,2 მილიონი ბარელია. ნავთობსადენის მეშვეობით საერთაშორისო ბაზრებს მიეწოდება ნავთობი, რომელიც კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე აზერი-ჩირაგი-გუნაშლისა და შაჰ-დენიზის საბადოებიდან მოიპოვება. გადაზიდვის ახალი ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც 2010 წლის ივლისში მოეწერა ხელი, Bთჩ-მ თურქმენეთის ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო. გარდა ამისა, კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ყაზახეთის თენგიზის საბადოს ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შესახებ.
დღევანდელი მდგომარეობით, ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის დღიური მოცულობა 850 ათას ბარელს შეადგენს. ნავთობის დღიურმა მოცულობამ უმაღლეს მაჩვენებელს - 1,06 მილიონ ბარელს - 2010 წლის 21 ივლისს მიაღწია.
2010 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ექსპორტირებული ნავთობის მოცულობამ დაახლოებით 191 მილიონი ბარელი (25,8 მილიონი ტონა) შეადგინა.
Bთჩ ჩო-ს აქციონერები არიან: BP (30.1%, ოპერატორი); AzBTC (25.00%); Chevron (8.90%); Statoil (8.71%); TPAO (6.53%); ENI (5.00%); Total (5.00%), Itochu (3.40%); INPEX (2.50%), ConocoPhillips (2.50%) და Hess (2.36%).