აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს 3,604 თანამშრომელზე გაცემული 7,128,200 ლარის პრემია არ არის საკმარისად დასაბუთებული.
2016 - 2017 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე 809 თანამშრომელზე გაცემული პრემია, 391,750 ლარით აღემატება პრემირებულ თანამშრომელთა ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას. 2016-2017 წლებში 85 თანამშრომელზე 94,825 ლარის პრემია გაიცა მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, ხოლო 39,675 ლარის ოდენობის პრემია გაიცა 45 თანამშრომელზე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იყო გასული, რაც სამსახურის შინაგანა წესით განსაზღვრული შეზღუდვების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს.
„2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დაკონკრეტებული დანამატის გაცემის მოტივი და მიზნობრიობა. შედეგად, დანამატის სახით 2 წლის მანძილზე გაწეული მთლიანი ხარჯი არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.