13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში ჟურნალისტების ტრეინინგი გაიმართება. ტრენინგის მიზანია, ჟურნალისტებს გააცნოს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის (Eastern Partnership) მნიშვნელობა, დააინტერესოს მედია ევროინტეგრაციის თემით და აამაღლოს ჟურნალისტების ინფორმირებულობის დონე ამ საკითხებზე.
მომხსენებლები იქნებიან პირველი მრჩეველი და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ეკონომიკის, პოლიტიკის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ ლიდლი; ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი კახა გოგოლაშვილი; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ნიკოლოზ ჯაში.
ტრენინგი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტინიორობის ინიციატივა და საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. წარმოდგენილი იქნება, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (ჩღღჩ) მიერ 2009 წ. აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ევროკავშირის და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.