ხვალ, 14 სექტემბერს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, პროფესორი ვოლტერ კელინი აფხაზეთს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კელინი სოხუმში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს და აფხაზეთში არსებულ ვითარებას გაეცნობა.
შეგახსენებთ, რომ ვოლტერ კელინი დღეს ეწვია და შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, გაერო-ს ოფიციალურ პირებთან, სხვა პარტნიორებთან. ვიზიტის ბოლოს კი, 16 სექტემბერს, 15:00 საათზე გაერო-ს სახლში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.
კელინი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს 18 სექტემბერს ერევანში დაასრულებს.