გიორგი ქობულია 11.30 საათზე ეწვევა ტექსტილის საწარმო „MGM TEX" -ს (მისამართი: ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. 47, ქუთაისი პლაზა), რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის „H&M" ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, "H&M"-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით "MADE IN GEORGIA" (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 17.30 საათზე ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს დაათვალიერებს - ეს არის წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო", რომელიც . ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს, ის 1 წლის წინ გაიხსნა. „ატლანტიკ საქართველო" უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშთან" ერთად იწყებს წარმოებას.