საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 15 თებერვალს, 15.30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე.
მოსახლეობასთან შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გაიმართება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება, მინისტრი პირადად მოისმენს ადგილობრივი მოსახლეობის აზრს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ გააცნობს საკუთარ ხედვებს, მათ შორის რეგიონებში მეწარმეობის განვითარების და ამ მიზნით მიმდინარე/დაგეგმილი პროგრამების შესახებ.