ირანი მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ის მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერია. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში ახლო აღმოსავლეთის საკითხისამდი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.
„ამ კონფერენციის ფარგლებში რეგიონის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ახლო აღმოსავლეთში ირანის ისლამური რესპუბლიკა საფრთხეს წარმოადგენს“, -აღნიშნა პენსმა აშშ-სა და პოლონეთის მიერ ორგანიზებეულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანი მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ პარტნიორებს ვაშინგტონის მსგავსად ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისკენ მოუწოდა.
„დადგა დრო ევროპელი პარტნიორებისთვის ჩვენს და ირანელი ხალხის გვერდით დადგნენ, იყვნენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები რეგიონში. მოვიდა დრო, რათა ევროპელმა პარტნიორებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვონ და შეურთდნენ ირანზე ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას, რომელიც ირანელ ხალხს, რეგიონსა და მსოფლიოს მოუტანს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას“, - განაცხადა პენსმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებისადმი მიღძვნილ აშშ-სა და პოლონეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
2018 წლის მაისში აშშ-მა ირანთან ბირთვული შეთანხმების პროგრამის დატოვებისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა. ვაშინგტონმა საერთაშორისო თანამეგობრობას ირანის ნავთობის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
ვარშავის სამიტი 13 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვლამდე გასტანს.