დღეს, 13 თებერვალს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აშშ-ის ორგანიზებით ტარდება სამიტი ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე.
როგორც ცნობილია, სამიტის ფოკუსირებული იქნება ირანის საკითხებთან დაკავშირებით. თეირანმა აღნიშნული სამიტი მტრულ ქმედებად შეაფასა და პოლონეთი გააფრთხილა, რომ ამას შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული შედეგები.
სამიტის ოფიციალური მასპინძლები აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაკლი პომპეო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი არიან. სამიტს 60-მდე ქვეყნის მაღალი რანგის პირები დაესწრებიან.
სამიტს ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
აღსანიშნავია, რომ სამიტის ჩატარებაზე ერთსულოვნება არ არის, რადგან მას არ ესწრებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინი, დასავლეთ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები. სამიტს არ ესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები.