15 თებერვალს, სასტუმროში „რუმს თბილისი“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) თანაორგანიზებით პროექტის- „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად“ წარდგენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, აგრეთვე, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შორის, რომელიც მხარდაჭერილია „შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) მიერ.
აღნიშნული მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის და ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ხელი შეეწყოს ქართული სერვისების ინტერნაციონალიზაციის პოტენციალის და მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, ძირითადი აქცენტით ევროპის ბაზარზე. ეს სექტორებია: არქიტექტურა და დიზაინი; ბიზნეს საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფა (IT).