8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6461 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6471 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9996 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0008 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5039 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4296 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 თებერვლიდან შევა ძალაში.