სასტუმრო „ჰილტონში" აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
განვითარების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულმა დაინტერესებულმა მხარეებმა და შეხვედრის მოანაწილეებმა სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე შეფასების კვლევა "დემოკრატიის ინსტიტუტმა" წარადგინა.