7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6471 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0008 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0187 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.79 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5045 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4145 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 თებერვლიდან შევა ძალაში.