ევროპაში ყველაზე დატვირთულ აეროპორტებში ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ლიდერობს. 2018 წლის რეიტინგი ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ - ACI Europe გამოაქვეყნა და ის ევროპის ყველაზე დატვირთულ 30 აეროპორტს აერთიანებს.
ლიდერი აეროპორტი 2018 წელს 80.126 მლნ მგზავრს მოემსახურა. რეიტინგში მეორე ადგილზეა პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გასულ წელს 72.226 მლნ მგზავრს მოემსახურა. რეიტინგში მესამე ადგილზეა ამსტერდამის შიპოლის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც 2018 წელს 71.053 მლნ მგზავრს მოემსახურა.
ყველაზე დატვირთული ევროპული აეროპორტების TOP-5-ში მოხვდა ასევე, ფრანკფურტი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მთლიან რეიტინგში მეოთხე (69.51 მლნ მგზავრი) ადგილზეა. „შესანიშნავ ხუთეულშია“ ასევე სტამბოლს ათათურქის სახელობის აეროპორტი, რომელიც 2018 წელს 68.192 მგზავრს მოემსახურა.
ევროპის ყველზე დატვირთული აეროპორტების TOP-10 ასე გამოიყურება:
ლონდონი (LHR)
პარიზი (CDG)
ამსტერდამი (AMS)
ფრანკფურტი (FRA)
სტამბოლი (IST)
მადრიდი (MAD)
ბარსელონა (BSN)
მიუნხენი (MUC)
ლონდონი (LGW)
მოსკოვი (SVO)