„ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორი ბრაიან სინგერი სექსუალური სკანდალის გამო BAFTA-ს ნომინაციიდან მოხსნეს. რეჟისორს არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
BAFTA-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, საუკეთესო ბრაიან სინგერი ბრიტანული ფილმის ნომინაციაში წარდგენილი „ბოჰემური რაფსოდიის“ ავტორთა შორის მითითებული აღარ იქნება, ხოლო თავად ფილმი გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ბრაიან სინგერის სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულება The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სადაც სავარაუდო მსხვერპლები ყვებოდნენ, რომ სინგერი მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, როდესაც ისინი არასრულწლოვნები იყვნენ. თავად რეჟისორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
BAFTA-ს დაჯილდოება ლონდონში, ალბერტ ჰოლში 10 თებერვალს გაიმართება.