ე.წ ოცნების ქალაქის საკითხი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით გადაწყდა, აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. რიჟვაძის განმარტებით, მალე "ოცნების ქალაქი" "ახდენილი ოცნებების ქალაქი" გახდება.
ახალი პროექტი ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს.
რეგიონის პირველი პირი აცხადებს, რომ თითოეული მოქალაქის საკითხს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი ინდივიდუალურად სწავლობს. ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ამ ეტაპზე დასკვნით ეტაპზეა სამუშაო პროცესი. გადაწყვეტილებების მიღება სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით მოხდება. საკითხის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება.
პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს, რის გამოც აჭარის რესპუბლიკურ ბიუჟეტში გარკვეული ცვლილების შეტანა გახდება საჭირო. პროექტი ასევე დაფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდანაც. აჭარის მთავრობაში იმედი აქვთ, რომ წელს 10 მლნ ლარამდე ათვისება მოხდება.
თორნიკე რიჭვაძის განმარტებით, მშენებლობა ეტაპობრივად მოხდება. მან რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, პროექტის რეალიზებისთვის შესაბამისი სატენდერო წინადადების მომზადება უკვე დაავალა.
გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.