ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩაივლის. უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა 30 წლის წინ მოხდა.
როგორც კომპანია ABC Entertainment-ის წარმომადგენლები ამბობენ, დაჯილდოებისთვის განკუთვნილ ქრონომეტრაჟს სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ნომრებით შეავსებენ.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების წამყვანი კომიკოსი მსახიობი კევინ ჰართი წაიყვანდა, თუმცა მოგვიანებით, მსახიობმა ცერემონიის წაყვანაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი წარსულში მისი ჰომოფობიური განცხადებები გახდა, რომელიც პრესაში დაიბეჭდა.
„გადავწყვიტე უარი ვთქვა“‘ოსკარის“ წამყვანის როლზე... რადგან არ მინდა ყურადღება მივიპყრო იმ ღამეს, რომელიც უამრავმა საოცარმა და ნიჭიერმა მსახიობმა უნდა იზეიმოს. გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ლგბტ საზოგადოებას, წარსულში ჩემი სასტიკი გამონათქვამების გამო“, - დაწერა მსახიობიმა ტვიტერში.
ამერიკის კინოაკადემიამ უკვე გამოაქვეყნა ოსკარის ნომინანტთა სია.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართება.