საქართველოს პროექტის “Global Forest Watch” (GFW) ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები შეაჯამეს. პროექტის მიხედვით, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი იქმნება, რომლის მეშვეობით დაინტერესებული მხარეებისთვის, სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრას სატყეო დარგში მომუშავე სამთავრობო და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის/პორტალის“ შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე იმსჯელეს.