4 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6524 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.30 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0365 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0452 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5077 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4616 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 თებერვლიდან შევა ძალაში.