ჩვენ გვჭირდება მეტი დადგმული სიმძლავრე ენერგეტიკაში; ამავდროლად - ბუნების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბალანსს აუცილებლად დავიცავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” ჰესების მშეენებლობასთან დაკავსირეულიკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სვანეთში არსებულ მდიდარ ჰიდრორესურსებზე გაამახვილა ყურადღებ ადა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსხვილი პროექტის განხორციელება უნდა დაეფუძნოს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.
“ნებისმიერი ეკონომიკის განვითარების გზაზე არსებობს ორი სექტორი, რომლმაც შეიძლება შეაფერხოს ის, თუ მათი ზრდის ტემპი არ უსწრებს ზოგადად ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ეს არის ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ გვჭირდება დამატებითი დადგმული სიმძლავრეები ჩვენს ენერგეტიკაში, რომ უფრო სწრაფად განვავითაროთ ეკონომიკა და ქვეყანა სიღარიბიდან ამოვივანოთ. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ სიღარიბის დამარცხებას ემყარება და დამატებითი სიმძლავრეები ენერგეტიკაში არის ამის ერთ-ერთი წინაპირობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ულამაზესი ბუნების ხარჯზე. ამაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ არ გვაქვს. ეს არის უპირველესი პრიორიტეტი და ანალოგიური დონის პრიორიტეტია ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. თითოეული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პარამეტრს, მათ შორის სოციალურსაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება და გადაიჭრება მათი პრობლემები ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შემდეგ. მიმაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით დიდ ჰესებზე, კაშხლიან ჰესებზე, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა მარტივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.