აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 919 ათასი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 445.944 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2235 ათასი ბარელით და შეადგინა 257,38 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1122 ათასი ბარელით და შეადგინა 141,327 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,108 ათასი ბარელით დღე-ღამეში და შეადგინა დაახლოებით 7,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში შეადგინა 11,9 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 200 ათასი ბარელით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,8 მლნ ბარელით და შეადგენს 649,1 მლნ ბარელს.